WordPress Ecommerce Developer Mentor GEO
Confidential
Posted: March 25, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Quick Summary
Responsibilities include developing WordPress ecommerce developer for digital industries.
Required Skills
Job Description
About Academy of the Digital Industries
ADI დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა — თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში — გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.
2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.
პოზიციის შესახებ
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ WordPress E-commerce დეველოპერს, რომელსაც სურს თავისი პრაქტიკული ცოდნა გაუზიაროს სტუდენტებს .
ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე E-commerce-ის წარმატების გასაღები მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არაა — არამედ შესაძლებლობა, შექმნა მაღაზია, რომელიც რეალურად მუშაობს, იზიდავს მომხმარებლებს და ზრდის გაყიდვებს.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც კარგად იცნობს WordPress, WooCommerce, პლაგინებისა და თემების კონფიგურაციას, გადახდის სისტემების ინტეგრაციას, და შეუძლია აუხსნას სტუდენტებს, როგორ ააწყონ და განავითარონ სრული ფუნქციონალის მქონე ონლაინ მაღაზია ნულიდან.
ძირითადი მოვალეობები
• გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სტუდენტებისთვის,
• ონლაინ და/ან ფიზიკური ვორქშოფების ჩატარება, სტრუქტურირებული სილაბუსის მიხედვით, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს.
• ნულიდან ონლაინ მაღაზიის შექმნის სწავლება, მათ შორის პროდუქტის გვერდების, კალათის, გადახდის სისტემების და მომხმარებლის პანელის მართვა.
• responsive დიზაინის, UI/UX პრინციპებისა და საიტის ოპტიმიზაციის საკითხების დაფარვა.
• პრაქტიკულ დავალებების და რეალურ პროექტების განხილვა, რათა სტუდენტებმა შექმნან ფუნქციონალური ონლაინ მაღაზიები და პორტფოლიოები.
• სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტექნიკური უნარების ხელშეწყობა.
• მჭიდრო თანამშრომლობა აკადემიის გუნდთან, რათა უზრუნველყოთ კურსის ხარისხი და თანამედროვე მიდგომები.