Mentor Interior Design + 3D Max GEO
Confidential
Posted: March 25, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Quick Summary
Mentor Interior Design + 3D Max GEO, Mentorship opportunity for interior design + 3D Max GEO, 3D modeling and 3D animation skills, experience in interior design, 3D modeling and 3D animation, designer, developer, architect, and project manager with experience in interior design, 3D modeling and 3D animation, and a passion for mentorship and education.
Required Skills
Job Description
ვინ ვართ ჩვენ?
ADI დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა — თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში — გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.
2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.
Სამუშაო აღწერილობა
ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერიერის დიზაინის მენტორს, რომელსაც აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება. თანამშრომლობის ფარგლებში, მენტორს აქტიურად ექნება კომუნიკაცია ჩვენ საოპერაციო და ქომუნითი გუნთან, რათა დავაორგანიზოთ კურსის მიმდინარეობა და შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება სტუდენტებისთვის.
ძირითადი მოვალეობები
• ცოდნის გაზიარების, მენტორობის და სტუდეტებთან ურთიერთობის სურვილი;
• გაუძღვეთ ონლაინ და ოფლაინ ვორკშოპებს, დეტალური სილაბუსის მეშვეობით რომელიც მოიცავს აქტიურ სადისკუსიო გარემოს და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას;
• სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით - რეალური ქეისების გამოყენებით, ასევე ქომიუნითის გათვითარების და ჩართულობის გზით;
• სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;
• ჩართულობის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;
• დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება;
• ინოვაციურობის და შემოქმედებითი გარემოს წახალისება ვორქშოპების მიმდინარეობის პროცესში.