უმცროსი ანალიტიკოსი-M&A და კორპორატიული საკონსულტაციო მიმართულება
TBCBANK
Posted: April 6, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიეტებს ეხმარება სხვადასხვა ფინანსური და საინვესტიციო მიზნების მიღწევაში და სთავაზობს კომპანიების შერწყმა-შეძენისა და კორპორაციული მრჩეველის, საბროკერო, კვლევით, და კაპიტალის ბაზრების სერვისებს.  საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას ვუზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ხელს  უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.
M&A and Corporate Advisory Department
M&A გუნდი კლიენტებს სთავაზობს სტრატეგიულ მრჩევლის ფუნქციას კომპანიების ყიდვა/გაყიდვის, შერწყმის, ინვესტორის მოძიების და სხვა გადაწყვეტილებების მიღებაში. გუნდი ჩართულია მთლიანად ტრანზაქციის განხორციელების პროცესში მათ შორის: სამიზნე კომპანიის იდენტიფიცირება, შეფასება, სტრატეგიის დასახვა, მოლაპარაკებების წარმოება, due diligence-ის მართვა, კლიენტისთვის სხვადასხვა კონსულტაციების გაწევა და სხვა. M&A გუნდის მიზანია, ტრანზაქციების მართვის, ბაზრის ხედვის, ფინანსური ექსპერტიზისა და გამოცდილების კომბინაციით კლიენტებს გაუწიოს ეფექტური და წარმატებული საინვესტიციო/სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
რაზე იმუშავებ:
როგორც ჯუნიორ ანალიტიკოსი, მონაწილეობას მიიღებ სხვადასხვა შერწყმა-შეძენის პროცესების დაგეგვმაში, ფინანსურ ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზში. იმუშავებ გუნდთან ერთად, რათა უზრუნველყო კომპანიის კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის ანალიტიკური და საკონსულტაციო მომსახურება.
• ფინანსური ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი
• M&A პროექტებისთვის ფინანსური მოდელების მომზადებასა და ანალიზში ჩარრთულობა
• ინდუსტრიული კვლევების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების ანალიზში მონაწილეობა
• საინვესტიციო პრეზენტაციების და კლიენტებთან წარსადგენი მასალების მომზადება
• გუნდის მხარდაჭერა ბიზნესის შეფასებების და დიუ დილიჯენსის პროცესში
• ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნესის ადმინისტრირებაში
• მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ფინანსურ, საკონსულტაციო ან საბანკო სფეროში
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
• Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე გამოყენების უნარი
• დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.