ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის, ოპერაციების და ანალიტიკის განყოფილების, პოლიტიკისა და ოპერაციების გუნდის მენეჯერი
TBCBANK
Posted: May 19, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 
თიბისი ბანკის  ადამიანური კაპიტალის ოპერაციების და ანალიტიკის განყოფილება მართავს თანამშრომლების გამოცდილებას ბანკის მასშტაბით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო როგორიცაა: თანამშრომელთა ოპერაციები, ხელშეკრულებების მენეჯმენტი, პოლიტიკა და პროცედურების მენეჯმენტი, გარე და შიდა შესაბამისობის რისკების მართვა შრომითი ურთიერთობის სრულ ციკლში, თანამშრომელთა ანაზღაურების და ბენეფიტების მართვა, შიდა და გარე ანგარიშგება და რეპორტინგი. ამ მიმართულებაში ჩართულ თანამშრომლებს ექნებათ საშუალება განიცადონ როტაცია თემებზე და საკითხებზე, მოიცვან და მართონ რამდენიმე პროცესი და საკითხი. ბიზნეს ამოცანა მოიცავს:
• საერთაშორისო ადამიანური კაპიტალის ოპერაციების მენეჯმენტს;
• ბანკში არსებული ან/და შესამუშავებელი პოლიტიკა და პროცედურების მართვა, არსებულის განახლება, შესაბამისი კონსულტაციები როგორც შიგნით, ასევე გარე პირებთან.
• პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა/კომუნიკაცია;
• მომსახურების კონტრაქტით დასაქმებულ თანამშრომლებთან დაკავშირებული პროცესების/ოპერაციების მართვა და მათი მხარდაჭერა;
• საჭიროების შემთხვევაში, Employer of Record (EOR) კომპანიასთან თანამშრომლობის პროექტის მართვა, კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება/თანამშრომლობა;
• თანამშრომელთა შესახებ ოპერაციების შესრულება და მართვა, რაც მოიცავს, თანამშრომლის აყვანას, როტაციას, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას და ყველა თანმდევი საჭირო პროცესის შესრულებას;
• თანამშრომელთა დისციპლინარული, შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვადასხვა პოლიტიკების/პროცესების შესრულებას და მართვას;
• ბანკში არსებული ანაზღაურების, ბენეფიტების და პოზიციების კლასიფიკაციის სისტემების მართვას, პოზიციების შეფასების პროცესის განხორციელებას;
• ბენეფიტების მართვა - სხვადასხვა ტიპის დაზღვევის, მხარდაჭერის პროგრამების მართვა, განახლება და ცვლილებების ინიცირება;
• უზრუნველყოფს წლიური თუ სხვა რეპორტების მომზადებას ინგლისურ და ქართულ ენაზე;
• ბანკის ძირითადი პროგრამის (payroll core system) დანერგვის პროცესში ტესტირება და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
• ანალიტიკური შესაძლებლობების მუდმივი განვითარება ადამიანური კაპიტალის მიმართულებით;
• უშუალო ხელმძღვანელის, მენეჯმენტის დავალებების დროული და ადექვატური შესრულება.
• უმაღლესი განათლება  - სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
• HR ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება      
• Microsoft Office პროგრამების: Word, Excel, Power Point მაღალ დონეზე ცოდნა;
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, საუბარი);
• საბანკო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank