უმცროსი იურისტი
TBCBANK
Posted: May 19, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიეტებს ეხმარება სხვადასხვა ფინანსური და საინვესტიციო მიზნების მიღწევაში და სთავაზობს კომპანიების შერწყმა-შეძენისა და კორპორაციული მრჩეველის, საბროკერო, კვლევით, და კაპიტალის ბაზრების სერვისებს.  საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას ვუზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ხელს  უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.
თიბისი კაპიტალი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე
• ოპერაციების იურიდიული მხარდაჭერა: კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების სამართლებრივი მხარდაჭერა ზემდგომ იურისტთან კოორდინაციით.
• კონტრაქტების მართვა: მონაწილეობა კონტრაქტების შედგენაში, განხილვასა და მოლაპარაკებებში, მათი სამართლებრივ სტანდარტებთან და კომპანიის ბიზნეს ინტერესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ზემდგომ  იურისტთან კოორდინაციით.
• რეგულაციური შესაბამისობა: მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიის ყველა მიმართულებასთან (მათ შორის: DCM, საბროკერო, Research, Corporate Advisory და ოპერაციები), რათა ყველა აქტივობა განხორციელდეს მოქმედი კანონონდებლობის შესაბამისად, მათ შორის ფასიანი ქაღალდების რეგულაციები შესაბამისად.
• იურიდიული კვლევა: იურიდიული კვლევის ჩატარება კომპანიის ყველა მიმართულებით (მათ შორის: DCM, საბროკერო, Research, Corporate Advisory და ოპერაციები).
• საკონსულტაციო მხარდაჭერა: იურიდიული რჩევების გაწევა შიდა გუნდებისთვის საბროკერო პროცესებთან, ტრანზაქციებთან, ოპერაციულ პროცესებთან, რისკების მართვასთან და რეგულაციურ საკითხებთან დაკავშირებით.
• დოკუმენტაცია და რეპორტინგი: ჩართულობა იურიდიული დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადებასა და განხილვაში უფროსი მენეჯმენტისა და გარე დაინტერესებული მხარეებისთვის.
• თანამშრომლობა შიდა გუნდებთან: ოპერაციების, რისკების, შესაბამისობის და ფინანსების გუნდებთან თანამშრომლობა, რათა ოპერაციულ პროცესებში სამართლებრივი ასპექტები სათანადოდ იყოს გათვალისწინებული.
 
• ბაკალავრის ხარისხი სამართალში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
• 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, სასურველია გამოცდილება საბანკო, საბროკერო მიმართულებისა და ფასიანი ქაღალდების სფეროში.
• კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრინციპებისა და კანონმდებლობის ცოდნა.
• ინგლისური ენის ცოდნა.
• იურიდიული საკითხების კვლევის უნარები.
• კომუნიკაციის უნარები, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით, კომპანიის სხვადასხვა დასაქმებულისთვის იურიდიული კონცეფციების მარტივად ახსნის უნარი.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.