გაყიდვების კოორდინატორი - ბათუმის ფილიალი
TBCBANK
Posted: May 13, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. 
შენ, როგორც გაყიდვების კოორდინატორი : 
• დაგეგმავ და განახორციელებ ღონისძიებებს  ახალი კლიენტების მოზიდვების მიზნით
• გააკონტროლებ გეგმების შესრულებას
• უზრუნველყოფ კლიენტების მომსახურების ხარისხის კონტროლს და ამ მიმართულებით დადგენილი პარამეტრების შესრულებას 
• უზრუნველყოფ ფილიალის საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელის მართვას და მონიტორინგს
• უზრუნველყოფ ფილიალის გაყიდვების ჯგუფების მართვას, მხარდაჭერას და გააკონტროლებს მათ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლების ხარისხს 
• უზრუნველყოფ ფილიალის საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელის მართვას და მონიტორინგს
• დაგეგმავ და განახორციელებ ღონისძიებებს  ახალი კლიენტების მოზიდვების მიზნით
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
• ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
• ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი 
• გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი 
• მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
• გაქვს ლოგიკური აზროვნება 
• დამარწმუნებელი კომუნიკაცია
• გუნდურად მუშაობის უნარი
• სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
• საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
• ლიდერობის უნარი
• გუნდის შეკვრის უნარი
საჭირო კვალიფიკაცია:
• მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში;
• გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.