ვიდეო ონბორდინგის მენეჯერი - მაღალშემოსავლიანი სეგმენტის ლიგა
TBCBANK
Posted: May 13, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 
თიბისი, მაღალ შემოსავლიანი სეგმენტის მომსახურების ლიგაში,   ვეძებთ -  ვიდეო ონბორდინგის მენეჯერს. 
შენ დაგევალება:
• ახალი არარეზიდენტი კლიენტების ვიდეო ზარის ფორმატში ობიექტური და დეტალური ონბორდინგის პროცესის უზრუნველყოფა
• მომხმარებლებთან და AML განყოფილებასთან  ურთიერთობა (მომხმარებლის პროფილის შედგენა და AML -თან გაგზავნა, პროცესის სრულყოფის მიზნით კომუნიკაციაში და თანამშრომლობაში ყოფნა პროცესის დასრულებამდე)
• ონბორდინგის ვიდეო მასალის შექმნა და განახლება, რომელიც შეესაბამება ბანკის პოლიტიკას და პროცედურებს
• ბანკირებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა ონბორდინგის პროცესში
• მუდმივი კოორდინაცია მაღალშემოსავლიანი ლიგის მომსახურების მართვის და კლიენტების მხარდაჭერის ლეგიონთან, რათა ონბორდინგის პროცესში არსებული საჭიროებები და შესაძლებლობები მაქსიმალურად დაიფაროს.
აუცილებელია:
• ბანკში მუშაობის მინიმუმ  1 წლიანი გამოცდილება
• გამოცდილება კლიენტების მომსახურების მიმართულებით
• ბანკის საოპერაციო პროდუქტების და პროცესების მაღალ დონეზე ცოდნა
• ინგლისური ენის  საფუძვლიანი  ცოდნა  საუბარი/ წერა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
• კომუნიკაციის  კარგი  უნარები
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ონლაინ პლატფორმების ცოდნა
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.