ვიცე პრეზიდენტი - კორპორატიული ბიზნესი
TBCBANK
Posted: May 8, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 10000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
კორპორატიული ბიზნესის აცხადებს ვაკანსიას  ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე.
ამ კონკრეტული პოზიციის ბიზნეს ამოცანაა:
• კლიენტებთან ურთიერთობის და მოლოდინების მართვა
• სექტორისა და ბინზეს მოდელის კარგი ცოდნა და ანალიზი, ამაზე დაფუძნებით კლიენტზე მორგებული სერვისის, გადაწყვეტის მიწოდება კლიენტისთვის
• გუნდის მართვა
• პორტფელის ხარისხის მართვა
• კორპორატიული ბიზნეს პროცესებისა და პროდუქტების დახვეწის/განვითარების პროექტებში  მონაწილეობა
მთავარი პასუხისმგებლობები:
• შედეგები და პორტფელის მართვა
• კვარტლისა და წლის ჭრილში პორტფელის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება, საკუთარი წინადადებების მომზადება და გეგმის შესრულებისათვის საჭირო საქმიანობის წარმართვა/უზრუნველყოფა;
• ფინანსური გეგმების შესაბამისი დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრა;
• დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება;
• შესაბამისი ბიზნეს დარგების მაქსიმალური პენეტრაცია;
• პორტფელის ხარისხის მართვა;
სექტორის ცოდნა და ექსპერტიზა:
• შესაბამისი ინდუსტრიის/დარგის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა, დარგების მიხედვით ინფორმაციის მოძიება;
• დარგის ანალიზისას გამოვლენილი საინტერესო ფაქტებისა და ტენდეციების კორპორატიული ბიზნესისთვის ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
• დარგში არსებული თითოეული კორპორატიული კლიენტის შესწავლა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატური ანალიზი; ამ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების გაკეთება;
პოტენციური კლიენტების მოცვა და მომსახურება:
• კორპორატიული კლიენტების მომსახურების ხარისხზე, ეფექტურობასა და ოპერატიულობაზე მუდმივი ზრუნვა;
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება და შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება;
მენეჯერული ფუნქციები:
• გუნდში საჭირო კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტება;
• თანამშრომლების ფუნქციების და მათი როლების მკაფოიდ განსაზღვრა და მიმდინარე საქმეების ეფექტური გადანაწილება;
• გუნდის წევრების მუშაობის ხარისხის რეგულარული შეფასება, მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
• გუნდის წევრების აქტიური მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებსა და საქმიანობაში;
• კორპორატიული ანალიტიკოსის აქტიური მხარდაჭერა პროექტების მომზადებაში;
• ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
• დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში კლიენტების წინადადებებისა და მოთხოვნების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება; დელეგირებას გაცდენილ საკითხებში, მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილების და რეკომენდაციების მომზადება;
• კორპორატიულ კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა,  ელექტრონული ინფრომაციის სრულფასოვანი აღრიცხვის წარმოება;
• უშუალო ხელმძღვანელის, ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
• განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა.
• უმაღლესი განათლება (MBA ჩაითვლება უპირატესობად)
• ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
• საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
• საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
• ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა;
• ბანკში მუშაობის მინიმუმ ოთხწლიანი გამოცდილება.
• მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, კომუნიკაბელურ, შედეგებზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელიც მზადაა გამოწვევებისა და ცვლილებისთვის. შეუძლია რესურსების მაქსიმალური მობილიზება დასახული მიზნების მისაღწევად.
შემოგვიერთდი!
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.