საბროკერო მომსახურების მენეჯერი - თიბისი კაპიტალი
TBCBANK
Posted: April 21, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას უზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტუირებითა და კონსულტაციებით.
საბროკერო დეპარტამენტში  ვაცხადებთ ვაკანსიას საბროკერო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
 
• თიბისი კაპიტალის კლიენტებთან კომუნიკაცია, ცხელ ხაზზე და ელ-ფოსტაზე დაფიქსირებული ყველა კითხვაზე დროული პასუხი, კლიენტებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და მათთვის თიბისი კაპიტალის სერვისებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
• თიბისი კაპიტალის კლიენტების საბროკერო პროდუქტებზე და სერვისებზე არსებული მოთხოვნილებების იდენტიფიცრება და ანალიზი;
• თიბისი კაპიტალის კლიენტებისთვის წინასწარ დადგენილი საჭიროებების შესაბამისად პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
• თიბისი კაპიტალის სერვისებთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების რეესტრის წარმოება და მისი მუდმივი განახლება;
• მომხმარებლების საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება;
• პერიოდული შედეგების ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელთან.
• მომხმარებლების onboarding პროცესებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში მათთან კომუნიკაცია
• ცნობების მომზადება და კლიენტისთვის მიწოდება
• საბროკერო სერვისებში არსებული პრობლემების აღმოჩენა და საკითხის შესაბამის გუნდამდე მიტანა.
• ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნესში ან დაკავშირებულ სფეროში.
•  1+ წელიანი გამოცდილება საბროკერო სერვისებში, ფინანსურ ოპერაციებში ან მსგავს როლში.
• საბროკერო პროდუქტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა.
• ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფისა და CRM სისტემების ცოდნა
• ინგლისური ენის ცოდნა
• MS PowerPoint, Word, Excel -ის ცოდნა
• კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები. კლიენტებთან და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
• ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა.
• AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.