პერსონალური საბანკო მომსახურების და ქსელის რეგიონალური დირექტორი
TBCBANK
Posted: April 27, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 
როლის მიზანი:
პერსონალური საბანკო მომსახურების და ქსელის რეგიონალური დირექტორი პასუხისმგებელია რეგიონში ბანკის სტრატეგიული მიზნების განხორციელებასა და პერსონალური საბანკო მომსახურების ეფექტურ მართვაზე. იგი ხელმძღვანელობს რეგიონულ გუნდს, ორიენტირებულია ბაზრის წილის ზრდასა და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. ის კოორდინირებას უწევს რესურსებს, ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათი მოტივაციის შენარჩუნებაზე. დირექტორი აკონტროლებს მომსახურების სტანდარტების შესრულებას, აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და უზრუნველყოფს ფილიალების ოპერაციულ ეფექტურობას. იგი მონტიტორინგს უწევს რისკებს და უზრუნველყოფს პრობლემური საკითხების დროულ გადაჭრას
პერსონალური საბანკო მომსახურების და ქსელის მართვის რეგიონალური დირექტორის ძირითადი პასუხისმგებლობები
• რეგიონის თანამშრომლებისთვის ბანკის სტრატეგიის გაცნობა და სტრატეგიული მიზნების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვის მხარდაჭერა
• რეგიონის გეგმების შემუშავებაში და განაწილებაში მონაწილეობა
• გაყიდვების პროცესის და კამპანიების სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა
• ბაზრის, მომხმარებლის ქცევის და პორტფელის მონაცემების ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა
• რეგიონში არსებული კონკურენტების პროდუქტების და გაყიდვების არხების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და შესაბამისი გაუმჯობესებების განხორციელება
• გეგმების შესრულების მართვა - კონტროლი, გადახრების ანალიზი, შესრულების გაუმჯობესების გზების დაგეგმვა და ეფექტური აღსრულება
• რეგიონში ბაზრის წილის მუდმივ ზრდაზე და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
• რეგიონის მასშტაბით, ფილიალების მომგებიანობის და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება
• მენეჯერული როლების მხარდაჭერა და ეფექტური კოორდინაცია დასახული მიზნების მისაღწევად
• რეგიონის მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობა
მომსახურების ხარისხის მართვა/მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა
• მომსახურების მაღალი და ერთიანი სტანდარტის დაცვა ყველა ფილიალში
• მომსახურების ხარისხზე დაკვირვება, პრობლემების იდენტიფიცირება და გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება და ღონისძიებების გატარება;
• რეგიონის მასშტაბით, მომსახურების სტანდარტის დანერგვა, მათ შორის თანამშრომელთა პროფესიული, ვიზუალური სტანდარტების და დრესკოდის დაცვა
• რეგიონის მასშტაბით, ფილიალებში გარემოსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობის მონიტორინგი/ადმინისტრაციული ხარისხის მართვა
გუნდის მართვა და განვითარება
• რეგიონის მასშტაბით, ლიდერული და არალიდერული როლების თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა
• თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა, ლიდერულ და გაყიდვების/ბიზნეს უნარებში
• ფილიალების დირექტორების სამუშაოს შესრულების მართვა და რეგულაური უკუკავშირი
• თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა
რისკის და კონტროლის მართვა
• რეგიონში არსებული რისკების გამოვლენა, შეფასება და მუდმივი მონიტორინგი
• შიდა აუდიტის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო ქმედებების განხორციელება
• კომიტეტის ოქმებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი
• რეგიონში ოპერაციული სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფა
ფილიალების ქსელის მართვა
• რესურსების სწორი განაწილება, თანამშრომელთა დატვირთვისა და პროდუქტიულობის მართვა
• სხვადასხვა სეგმენტიდან წამოსული ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, ადმინისტაციულ მართვაში ჩართულობა და მხარდაჭერა
• რეგიონის მასშტაბით, ფილიალების ადმინისტრაციული მართვის ზედამხედველობა და კონტროლი
• რეგიონის მასშტაბით, ახალი ლოკაციების იდენტიფიცირება და ქსელის განვითარება
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
• ფილიალის დირექტორის წარმატებული გამოცდილება მაღალ შემოსავლიან სეგმენტის ლიგის განვითარებასა და მართვაში;
• მაღალ შემოსავლიან სეგმენტის ლიგაში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება, მაღალი შედეგებისა და გაყიდვების ზრდის მიმართულებით
პირადი უნარები:
• სტრატეგიული ხედვა და განვითარებული ანალიტიკური აზროვნება
• მრავალფუნქციური გუნდებისა და ლიდერების მართვის გამოცდილება
• მაღალი დონის კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან
• შედეგებზე ორიენტირებული მართვის სტილი და შესრულების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა
• დიდი მასშტაბის საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და ეფექტიანი შესრულების უნარი
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.