ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (მცირე და საშუალო სესხები) - ბათუმის ფილიალი
TBCBANK
Posted: April 1, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Quick Summary
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (მცირე და საშუალო სესხები) - ბათუმის ფილიალი
Required Skills
Job Description
 
შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
დღეს თიბისის 10000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
 
შენ, როგორც ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი:
• მოიძიებ პოტენციურ მსესხებლებს მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში;
• მიიღებ საკრედიტო განაცხადებს და დაამუშავებ პროექტებს;
• გააკონტროლებ საკრედიტო პორტფელს;
• შეასრულებ საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვალეობებს.
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
• ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
• ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი 
• გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი
• მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
• გაქვს ლოგიკური აზროვნება 
• დამარწმუნებელი კომუნიკაცია
• გუნდურად მუშაობის უნარი
• სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
• საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
საჭირო კვალიფიკაცია:
• აუცილებელია მიკრო სესხების მიმართულებით მინ. 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება 
• Microsoft Office-ის ცოდნა 
• უცხო ენების ცოდნა
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.