სტაჟიორი - ანგარიშსწორების ოპერაციების მიმართულება
TBCBANK
Posted: March 31, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო ანგარიშსწორების ოპერაციებს, აწარმოებს კორესპონდენციას საერთაშორისო და ადგილობრივ ბანკებთან, ახორციელებს სწრაფი გზავნილების სისტემებთან ანგარიშსწორებას/შედარებას.
შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები ისეთ პროცესებში, როგორიცაა:
• სავალუტო გადარიცხვების/ჩარიცხვების დამუშავება და მოძიების ოპერაციები;
• სალარე გადარიცხვების მონიტორინგი, სალარე ჩარიცხვების დამუშავება და გაურკვეველი ჩარიცხვების მართვა;
• სწრაფი გზავნილების სისტემებთან ყოველდღიური ანგარიშსწორების წარმოება;
• სწრაფ გზავნილებში სუბ.აგენტების მომსახურება;
• გუნდის სხვა მიმდინარე სამუშაოებში ჩართულობა.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
• გაინტერესებს ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშსწორების პროცესები და გსურს ამ მიმართულებით განვითარება;
• ხარ  ეკონომიკის, ბიზნესის ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით მე-3/მე- 4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
• გაქვს სწავლის და თვითგანვითარების სურვილი;
• ფლობ  ანალიტიკური აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარს;
• ხარ შედეგებზე ორიენტირებული, ამასთანავე შეგიძლია მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა და პროცესის მართვა;
• ხარ ინიციატივიანი, ცნობისმოყვარე და გაბედული;
• ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს მაღალ დონეზე;
• ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint).
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.