უმცროსი პროექტების მენეჯერი
TBCBANK
Posted: March 26, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.  
თიბისი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროექტების მენეჯერის  პოზიციაზე, მარკეტინგული მიმართულებით.
• ჩაგრთავთ როგორც მარკეტინგულ, ასევე კლიენტებისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნის პროექტებში მარკეტერებთან, პროექტის მენეჯერებთან და სხვა გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად
• იქნები პასუხისმგებელი მნიშვნელოვანი ბაზების მართვაზე, განახლებასა და საჭიროებებების მიხედვით ცვლილებაზე
• ჩვენ გაგარკვევთ ვებ გვერდების და ციფრული არხების გამართულად მუშაობისთვის საჭირო ყველა დეტალში დაგექნება სრული პასუხისმგებლობა მათ განვითარებასა და გამჯობესებაზე
• აქტიურად იქნები ჩართული კლიენტებისთვის საჩუქრების მოძიებისა და გაგზავნის პროცესში
• გექნება შესაძლებლობა იყო ჩართული როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური ღონისძიებების ორგანიზებაში
• ენერგიული და მოტივირებული ადამიანი, რომელიც მუდმივ ძიებაშია;
• გაქვს კრიტიკული აზროვნება და შეგიძლია მოცემულობა მიზანს მოარგო;
• დამოუკიდებელი და ორგანიზებული, არ უშინდები ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობას;
• ადმინისტრაციაში, ღონისძიებების მენეჯმენტში ან ლოჯისტიკის მიმართულებით თუნდაც მცირე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• მაღალი GPA;
• ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
• Excel-ის და Power Point-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ქართულად და ინგლისურად ბრწყინვალედ წერის უნარები
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.