არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან ურთიერთობის მენეჯერი -არარეზიდენტების სეგმენტის გუნდი
TBCBANK
Posted: March 26, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Required Skills
Job Description
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის,  არარეზიდენტების სეგმენტის გუნდში ვეძებთ - არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან ურთიერთობის მენეჯერს.  
არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან ურთიერთობის მენეჯერი - პასუხისმგებელია იმ კომპანიების მოზიდვასა და მართვაზე, რომელთა ერთ-ერთი ბენეფიციარი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მისი ამოცანაა მომხმარებლების მოზიდვა, ონბორდინგის პროცესის გამარტივება, სერვისის გაუმჯობესება და გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
• არარეზიდენტი იურიდიული პირების მომხმარებლების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
• მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია და სრული ციკლის მართვა;
• ონბორდინგის პროცესის მართვა და გაუმჯობესების ინიცირება;
• AML და სხვა შიდა სტეიკჰოლდერებთან კოორდინაცია პროცესების გასამარტივებლად და დასაჩქარებლად;
• მომხმარებლის გამოცდილების (Customer Experience) გაუმჯობესებაზე მუშაობა;
• არსებული სერვისების შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
• ახალი პროდუქტებისა და სერვისების იდეების გენერირება არარეზიდენტი სეგმენტისთვის;
• მომხმარებლის მხარდაჭერა და კმაყოფილების მართვა;
• საბანკო სფეროში  იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება 
• სასურველია არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება
• იურიდიულ პირებების მიმართულებით პროდუქტების და პროცესების საფუძვლიანი ცოდნა
• გაყიდვების და ბიზნესის მოზიდვის გამოცდილება
• პორტფელის მართვის გამოცდილება (მენეჯერული გამოცდიელბა ჩაითვლება უპირატესობად)
• AML მიმართლებით გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
• Customer Experience / Customer Care მიმართულებით გამოცდილება
• ინგლისური ( სასურველია რუსული) ენის მაღალ დონეზე ცოდნა
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.