სტაჟიორი - HC ბიუჯეტირების და ანალიზის გუნდი
TBCBANK
Posted: April 23, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Quick Summary
ჩვენად გუნდი, ჩვენს მისია, ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრება, ვამარტივებთ
Required Skills
Job Description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 
• ადამიანური კაპიტალის ფინანსური რესურსების სწორი და ეფექტური დაგეგმვა, მართვა და ანალიზი
• საკურატოროს დამტკიცებული ბიუჯეტის მართვა, საჭიროების შემთხვევაში რესურსების შესაძლო და ეფექტური გადანაწილების რეკომენდაციების შეთავაზება
• თანამშრომლების რაოდენობის, პროგნოზირებისა და დაგეგმვის პროცესის მართვა
• დაგეგმილი ბიუჯეტის მუდმივი/ყოველთვიური დეტალური ანალიზი, გადახრების მიზეზების იდენტიფიცირება
• მუდმივი მხარდაჭერა და უკუკავშირი ფინანსური დეპარტამენტის/საკურატოროს ადამიანური კაპიტალის ფინანსური უწყისების, ბიუჯეტის და ანგარიშგებების ნაწილში
• მუდმივი მხარდაჭერა და უკუკავშირი მიმართულებების ბიზნეს პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
• ფინანსური რეპორტინგის მომზადება გარე და შიდა მომხმარებლებისთვის. პერიოდული რეპორტების ზუსტი ფინანსური ინფორმაციით და დროული მომზადება;
• ანალიტიკური შესაძლებლობების მუდმივი განვითარება ადამიანური კაპიტალის ფინანსური მიმართულებით
• აღრიცხვაში არსებული გამოწვევების იდენტიფიკაცია, გაზიარება ჯგუფში და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა მათ გადასაჭრელად
• მუდმივი ზრუნვა პროცესების გამარტივების, გაუმჯობესების, სტანდარტიზაციის და ავტომატიზაციის ნაწილში
• ადამიანური კაპიტალის მიმართულებით სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება
• უმაღლესი განათლება
• საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ, პროფესიონალურ დონეზე ცოდნა
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
• ინგლისური ენის ცოდნა
• AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 
პიროვნული თვისებები:
• ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
• პასუხისმგებლიანი
• სტრესგამძლე
• ორგანიზებული
• შედეგზე ორიენტირებული
• გუნდური
• ცვლილებების მიმართ მოქნილი
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.