MisuJob - AI Job Search Platform MisuJob

ინფორმაციული უსაფრთხოების პარტნიორი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა (Digital)

TBCBANK

თბილისი, , Georgia Hybrid permanent

Posted: April 27, 2026

Interested in this position?

Create a free account to apply with AI-powered matching

Job Description

ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი IT ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციაში — ციფრული განვითარების ლიგაში — ვეძებთ ინფორმაციული უსაფრთხოების პარტნიორს, რომელიც დაეხმარება ლიგას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინტერნეტ და მობაილ ბანკის ახალი ფუნქციონალის განვითარებისა და მხარდაჭერის პროცესებში. ჩვენი მიზანია, რომ უსაფრთხოება იყოს ჩაშენებული დეველოპმენტის ყველა ეტაპში — საწყისი იდეიდან პროდუქტის გაცოცხლებამდე — თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების დაცვის უზრუნველყოფით.

ეს პოზიცია განსაკუთრებით შეეფერება (თუმცა არ არის მხოლოდ ამით შეზღუდული) ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება Software Development-ში ან მასთან დაკავშირებულ პროცესებში და სურთ უსაფრთხოების მიმართულებით გააგრძელონ კარიერა.

ასევე ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სპეციალისტებს, რომლებსაც აინტერესებთ უსაფრთხოების საკითხები და სჭირდებათ ისეთი გარემო, სადაც ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ და განვითარდნენ.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს:

• მაღალი ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა
• დეტალების შემჩნევის უნარი
• კომპლექსურ გარემოში დიდი სურათის დანახვის და მნიშვნელოვანი ელემენტების დაკავშირების შესაძლებლობა
• კარგი ანალიტიკური უნარები
• ინიციატივის გამოჩენის უნარი პრობლემების აღმოჩენის, კვლევისა და გადაწყვეტის პროცესში

რას გააკეთებ:

 

• პროდუქტის განვითარების გუნდებთან კოლაბორაცია - თანამშრომლობა დეველოპერებთან, სისტემისა და ქსელის ინჟინრებთან, პროდუქტის მფლობელებთან და სხვა შესაბამის გუნდებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს აპლიკაციებისა და დაკავშირებული კომპონენტების უსაფრთხო დიზაინი, განვითარება, ტესტირება, დანერგვა და მონიტორინგი.
• უსაფრთხოების მოთხოვნების ფორმულირება და დანერგვა - აპლიკაციებისა და სისტემების უსაფრთხოების მოთხოვნების ჩამოყალიბება, მათი კომუნიკაცია განვითარების გუნდებთან და შესრულების მონიტორინგი.
• უსაფრთხოების არქიტექტურის შეფასება და გაუმჯობესება - აპლიკაციებისა და სისტემების უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვა, რისკების შეფასება და უსაფრთხოების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
• კოდის უსაფრთხოების ანალიზის შედეგებთან მუშაობა - სტატიკური კოდის ანალიზის სისტემების მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გადამოწმება, შესწავლა, კატეგორიზაცია და პრიორიტეტიზაცია.
• შეღწევადობის ტესტირების პროცესის მართვა - სისტემებზე შეტევის სიმულაციის (შეღწევადობის ტესტირება) სრული პროცესის კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში გარე პარტნიორებთან თანამშრომლობა, აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება.
• ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში მონაწილეობა - პროდუქტებთან და მათ მხარდამჭერ სისტემებთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაციაში, შეფასებასა და მართვის პროცესში აქტიური ჩართულობა.
• ცნობიერების ამაღლების პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება - პროდუქტისა და ბიზნეს განვითარების გუნდებისთვის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების შექმნა, დაგეგმვა და პრაქტიკაში განხორციელება.
• უსაფრთხოების ინციდენტების მართვაში მონაწილეობის მიღება - დაკავშირებულ სისტემებსა და პროდუქტებში უსაფრთხოების ინციდენტების კვლევის, ანალიზისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში მონაწილეობა.

განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

ენები: ინგლისური ენა - ძალიან კარგი (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია)

უნარები:

• კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
• პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• ინიციატივისა და დამოუკიდებლობის უნარი
• კომუნიკაციის ძლიერი უნარი
• ენთუზიაზმი და მუდმივი განვითარების სურვილი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• Software Development პროცესებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების კარგი ცოდნა
• ვებ და მობილური ტექნოლოგიების ცოდნა
• Web Application Firewall‑ებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
• პროგრამირების ენების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (მნიშვნელოვანი უპირატესობა)
• ახალი პროგრამული ენებისა და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
• პროგრამული უსაფრთხოების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა (მნიშვნელოვანი უპირატესობა), მათ შორის:
• OWASP
• SAMM
• CWE Top 25
• NIST SP 800‑115
• ან სხვა ინდუსტრიის სტანდარტები
• საფრთხეების მოდელირების ჩარჩოების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად), მაგალითად:
• STRIDE
• OCTAVE
• MITRE ATT&CK
• VAST
• უსაფრთხოების გავრცელებული სისუსტეების და შეტევის ვექტორების ცოდნა
• კომპლექსური სისტემების, აპლიკაციების და პრობლემების მცირე კომპონენტებად დაშლისა და ანალიზის უნარი
• რთული ტექნიკური საკითხებისა და რისკების ეფექტური კომუნიკაციის უნარი:
• დეველოპერებთან
• IT ინჟინრებთან
• პროდუქტის განვითარების გუნდთან
• ბიზნესის წარმომადგენლებთან
• საძიებო სისტემების ძალიან კარგი გამოყენების უნარი (ტექნიკური კვლევა, ინფორმაციის მოძიება და ა.შ.)
• AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

 

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Why Apply Through MisuJob?

AI-Powered Job Matching: MisuJob uses advanced artificial intelligence to analyze your skills, experience, and career goals. Our matching algorithm compares your profile against thousands of job requirements to find positions where you have the highest chance of success. This saves you hours of manual job searching and ensures you only see relevant opportunities.

One-Click Applications: Once you create your profile, applying to jobs is effortless. Your resume and cover letter are automatically tailored to highlight the most relevant experience for each position. You can apply to multiple jobs in minutes, not hours.

Career Intelligence: Beyond job matching, MisuJob provides valuable career insights. See how your skills compare to market demands, identify skill gaps to address, and understand salary benchmarks for your experience level. Make data-driven decisions about your career path.

Frequently Asked Questions

How do I apply for this position?

Click the "Register to Apply" button above to create a free MisuJob account. Once registered, you can apply with one click and track your application status in your dashboard.

Is MisuJob free for job seekers?

Yes, MisuJob is completely free for job seekers. Create your profile, get matched with jobs, and apply without any cost. We help you find your dream job without any hidden fees.

How does AI matching work?

Our AI analyzes your resume, skills, and experience to understand your professional profile. It then compares this against job requirements using natural language processing to calculate a match percentage. Higher matches mean better fit for the role.

Can I apply to jobs in other countries?

Absolutely. MisuJob features jobs from companies worldwide, including remote positions. Filter by location or look for remote opportunities to find jobs that match your preferences.

Ready to Apply?

Join thousands of job seekers using MisuJob's AI to find and apply to their dream jobs automatically.

Register to Apply