Digital Advertiser Mentor GEO
Confidential
Posted: March 26, 2026
Interested in this position?
Create a free account to apply with AI-powered matching
Quick Summary
Digital Advertiser Mentor GEO provides guidance on digital advertising, including expertise in digital marketing, advertising, and data analysis.
Required Skills
Job Description
About Academy of the Digital Industries
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
ციფრული სამყარო მუდმივად ვითარდება და მასთან ერთად იცვლება მომხმარებელთან კომუნიკაციის გზებიც. ADI-ში ჩვენ ვეძებთ ციფრული რეკლამირების (Digital Advertising) ექსპერტს, რომელიც მზად არის, საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება მომავალ პროფესიონალებს გაუზიაროს.
თქვენი როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული მასალის მიწოდებით - თქვენ იქნებით გზამკვლევი, რომელიც სტუდენტებს ასწავლის, როგორ მართონ სარეკლამო კამპანიები ყველა წამყვან პლატფორმაზე (Meta, Google, TikTok, LinkedIn). თქვენი დახმარებით, ისინი შეძლებენ მონაცემების ანალიზს, ბიუჯეტის ეფექტურ განაწილებას და მაღალკონვერსიული სტრატეგიების შემუშავებას.
ძირითადი მოვალეობები
• სტუდენტებთან ერთად ნამდვილი სარეკლამო კამპანიების გარჩევა, შეცდომების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაციის გზების დასახვა
• სტუდენტების მიერ მომზადებული სარეკლამო სტრატეგიებისა და კრეატივების დეტალური შეფასება მათი პროფესიული ზრდისთვის
• სტუდენტების დახმარება კურსის განმავლობაში საკუთარი "Live" კამპანიების დაგეგმვასა და გაშვებაში
• გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სტუდენტებისთვის,
• ონლაინ და/ან ფიზიკური ვორქშოფების ჩატარება, სტრუქტურირებული სილაბუსის მიხედვით, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს.
• სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;
• ჩართულობის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;
• დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება.